მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისათვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება, ეს არის გეგმა, რომელიც გვაქვს დასახული”.
„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც არის ზუსტად იგივე სამუშაოები ჩასატარებელი, რაც სოფელი შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება, ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ალტერნატიული საშუალებებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შესაბამის სოფლებში იმისათვის, რომ შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ მოსახლეობა”,_ აცხადებს ოფიციალური ინფორმაციით პრემიერი ირაკლი კობახიძე.