მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები გრიგოლ ლილუაშვილთან, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე”.
ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერის თქმით, აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იყო მინისტრის მოადგილეების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება, მინისტრის წარდგინებით, მინისტრის მოადგილეები. აქ იყო განსხვავებული შეხედულებები. აქ საქმე არ ეხებოდა მხოლოდ პერსონებს, იყო განსხვავებული შეხედულებები, რომლებიც არსებითად დაკავშირებული იყო კონკრეტული კადრების მიერ სამინისტროს ფუნქციების ამა თუ იმ ფორმით შესრულებასთან. ეს ძალიან ზოგადად რომ გითხრათ. დანარჩენი არის ერთგვარი შიდა სამზარეულო, თუმცა იყო სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მოადგილეების თემა, რაზეც გვქონდა განსხვავებული შეხედულებები, თუმცა გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე”, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერმა.