მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა.
ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.
ოფიციალური ინფორმაციით, კობახიძე დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და “იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ“.
ოფიციალური ინფორმაციითვე, “მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები“.



































































