ირაკლი კობახიძე, რომელიც მთავრობის სხდომას მართავს, 2025 წლის პირველ სხდომაზე, ისევ სიძულვილის ენას იყენებს და ამბობს, რომ “ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების“ და ყველა ეროვნული მიზნის მისაღწევად, უპირობოდ საჭიროა “ლიბერალული ფაშიზმის დასრულება“.
ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია: “შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი.
„შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“.