„ქართულ ოცნებას“ ახალ პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე არსებული 76 მანდატი ნისნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვა და პარლამენტში უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. შესაბამისად, მთავრობას.
მისივე თქმით, დარჩენილია 16 მანდატი. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მათი მანდატების რაოდენობა პარლამენტში 92-მდე გაიზრდება.
კობახიძის განცხადებით, უკვე ცნობილია 7 ათასზე მეტი უბნის მონაცემები და „ქართული ოცნებამ“ არჩევნებში ხმათა 48, 36% მოიპოვა.
ცესკოს მონაცემებით, უბნების 80.22%-ის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ – 48.34%; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26,43% აქვს.