ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონგრესმენ ოლსონის მიერ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადება ხელს ვლადიმერ პუტინს აძლევს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენი იმ ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს, რაც კონგრესმენმა ოლსონმა გამოიყენა.
„კონგრესმენ ოლსონს განცხადებაში ჰყავს ნახსენები პუტინი და თუ ვინმეს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესემენის ასეთი განცხადება ეს არის სწორედ ვლადიმერ პუტინი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენი ასეთი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდეს. ეს არის მიუღებელი და ასეთი რამ აზიანებს ზოგადად აღქმას საზოგადოებაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმეს აძლევს ეს ხელს, ეს არის ვლადიმერ პუტინი. მოვუწოდებ კონკრეტულ კონგრესმენს, რომ არ გააკეთოს პუტინის სასარგებლო განცხადებები“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტად მოიხსენია.
გარდა ამისა, ოლსონმა კონგრესმენებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად.
მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა.