ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.
„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს”, – განაცხადა ოფიციალური ინფორმაციით პრემიერმა.

































































