რამდეჯიმე წუთის წინ დასრულდა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი.
პარლამენტის თავმჯდომარემ მთაწმინდის საარჩევნო ოქლში მიმდინარე პროცესები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლის აქტიურობა გაზრდილია.
მისივე ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ოპოზოცია ხელოვნურად ცდილობს პრობლემების შემქნას.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რას იტყვის საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ კრიმინალურ ავტოროტეტებზე და ოპოზიციის ბრალდებებზე, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის პრაქტიკაა.
_ მეორე ტურზე არ მაქვს ინფორმაცია და პირველ ტურზე ამას ვინც აკეთებდა, იმათ მოკითხეთ, _ გვითხრა კობახიძემ.
_ ბატონო ირაკლი, ოპოზიციას გულისხმობთ? მათ მოახდინეს კრიმინალურო ავტორიტეტების მობილიზება? _ დიახ, ოპოზოციზიას, _ დააკონტრეტა ირაკლი კობახიძემ.
ამომრჩევლებმა არჩევანი “ოცნების” კანდოდატ ლადო კახაძეს და სარჩევნო ბლოკ “ევროპული საქათველო თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატს შალვა შავგულიძეს შორის უნდა გააკეთონ.