“ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ თემაზე დისკუსიისთვის მზად არის.
„ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიას, ამისათვის ვართ მზად, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
































































