“ენმ”-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი “ოცნების” თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას “ტვ პირველის” ეთერში პასუხობს და ამბობს, რომ “კობახიძე მატყუარა კაცია”.
მისი თქმით, კობახიძის ბრალდება, რომ “კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლცენტრის დირექტორი იყო უკრაინაში” წმინდა წყლის ტყუილია.
ოპოზიციონერის თქმით, “ზუსტად იგივე წარმატებით შეუძლია თქვას, რომ კობახიძე საროსკიპოს დაცვის უფროსი იყო”
კობახიძე, ეგ მატყუარა კაცი, რომელიც 2012 წლადე არსად ჩანდა და არავინ იცის რას საქმიანობდა . მგონი გერმანიაში ცხოვრობდა…
კობახიძე უტიფრად მაბრალებს, თითქოს ვიყავი ქოლცენტრის დირექტორი. ზუსტად იგივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ კობახიძე იყო ერთ-ერთი საროსკიპოს დაცვის უფროსი“ – ამბობს ცისკარიშვილი.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ კეზერაშვილის ფავორიტები არიან ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.
გეგმა არის ასეთი – ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა, აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში და მელია არ აძლევდა ამის საშუალება. არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას,”- ამბობს ის.
წყარო: tv pirveli