ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას გააკეთა.
„ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში”,_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.