დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
კობახიძის თქმით, ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი.
“დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეა! ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი, როგორადაც ის ივანე ჯავახიშვილმა და მისმა დიდმა თანამოაზრეებმა ჩაიფიქრეს”,_ აღნიშნავს ოფიციალური ინფორმაციით კობახიძე.































































