“ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ფაქტიურად ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი _ ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა? _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ხელისუფლებას მოუწოდებს საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე ღიად ესაუბროს:
“ლარის კურსის გაუფასურებას მერე ისევ სხვას ან მოსახლეობის სამართლიანმა პროტესტს და ოპოციციას გადააბრალებს ხელისუფლება, მათ მიერ შექმნილმა ნეგატიურმა მოლოდინმა გააფუჭა ლარიო… და ამ დროს კი _ ნახევარმა საქართველომ ასე იცის, რომ პრემიერ-მინისტრი გამოცვლილია ფაქტიურად ქვეყანაში და კულუარულად იმართება ახალი პრემიერის შერჩევის პროცესი _ ესაა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა?
სწორედ ესეთი საქციელი ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს მოსახლეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც და ინვესტორებშიც, რაც ეკონომიკაში ნეგატიურ განწყობებს და შესაბამისად ლარის გაუფასურებას და აზარალებს თითოეულ მოქალაქეს!!!
მოგიწოდებთ, გამოდით და ღიად ისაუბრეთ პროცესზე და კანდიდატებზეც _ ესეთი იქნებოდა მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ქცევა და თუ ესე არაა _- ესეც დაბეჯითებით თქვით! კუკუმალულობანას ნუ ეთამაშებით ქვეყანას და ადამიანებს!, _ წერს კობერიძე.