ბრიტანული გამოცემა Daily Mail, ლეგენდარულ კალადბურთელის კობი ბრაიანტის, ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მორიგ საშინელ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც გამოცემა წერს ავიაკატასტროფის დროს NBA-ის ვარსკვლავთან ერთად იმყოფებიდა მისი 13 წლის ქალიშვილი ჯანა ბრაინტი. მას ახლობლები ჯიჯის ეძახდენ, მამა კი მამბასტისას ეძახდა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, კობი ბრაიანტი, მისი შვილი და თანმხლები პირები, ბრაიანტის მიერ დაარსებულ საკალადბურთო აკადემიაში ,,აკადემია მამბში”მიფრინავდენ.
ავიაკატასტროფისას სულ 9 ადამიანია ემსხვრეპლა, ავიაკატასროფის მიზეზად კი უამინდობა სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კალადბურთელმა მთელი კარიერა “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” გაატარა (1996-2016).
ამ პერიოდში ის 5-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი (2000, 2001, 2002, 2009, 2010). ასევე, ის 2009 და 2010 წლებში ფინალების MVP-იც გახდა.
კალათბურთელმა All Star-ის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
NBA-ის ისტორიაში, საუკეთესო მექულეთა შორის კობი მე-4 ადგილს იკავებს. მას ლებრონ ჯეიმსმა გასულ კვირას გადაასწრო.