მედიასახლ „გურია ნიუსის“ და გურიის ახალგაზრდული გაზეთის „21-ს ქვევით“ მოწვევით, ორშაბათს, 15 მაისს, ჩოხატაურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი ეწვევიან.
ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს 3 საათზე, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” შეხვდებიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
შეხვედრაზე, რომელსაც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლები დაესწრებიან, ევროპის 19 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის თასსაც ჩამოიტანენ.
„ივლიტას ბიბლიოთეკიდან“ სტუმრები ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გადაინაცვლებენ, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად სიმბოლური მატჩი გაიმართება.
დღის ბოლოს კი, ლევან კობიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი ჩოხატაურის „ბახმაროს“ და ოზურგეთის „მერცხალის“ მატჩს დაესწრებიან.