ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი 10 წლის ბავშვია. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ამჟამად ორი ადამიანი არის გადაყვანილი საავადმყოფოში.