ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. ის ყოფილ პედაგოგებს მერცია თენიეიშვილსა და ეთერ თხილაიშვილს სახლში ესტუმრა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. გამგებელმა მასწავლებლებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება და ამიტომ მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მასწავლებლებლის შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ და ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ”, _ აღნიშნა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან აღინიშნება, რომელიც პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. (R)