ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა დაიხურა და დისტანციურ სწალებაზე გადავიდა. მიზეზი, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” ქობულეთის რესურსცენტრში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე, უცნობია, ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა.
ეპიდემიოლოგიური კვლევა ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს.