დღეიდან ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე მესამე და გელაურის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ქობულეთში 25 საბავშვო ბაღი მოქმედებს, რომელშიც 2800 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას.
წელს ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში 3000-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომლისგანაც 900 აღსაზრდელი იქნა მიღებული. ბავშვების საბავშვო ბაღებში მიღება პრიორიტეტულად მოხდა. უპირატესობა სასკოლო ასაკის ბავშვებს მიენიჭათ.
მიმდინარე წელს სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში წელს კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება. (R)