ქობულეთში, სოფელ გვარას ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა, ინფორმაცია „აჭარის“ ტელევიზია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა განაცხადა, გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი კლინიკებში გადაჰყავთ.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ ავტომობილში ორსული ქალიც იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მძღოლის მიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.