ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგებში მალე დასრულდება სანიაღვრე სისტემების მოწყობა. ასევე, მიმდინარეობს ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება. მომავალი წლისთვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება.
ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მერია 698 378 ლარს დახარჯავს. (R)