ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობს.
ქობულეთის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად სოფელ ხალაში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. პარალელურად გზები იწმინდება სოფელ ლეღვაში.
ზედა აჭყვაში მეწყრის შედეგად დაიბზარა ბერიძეების საცხოვრებელი სახლი. ოჯახი ამ ეტაპისთვის ევაკუირებულია და ახლობელთან არის გადაყვანილი.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები და ოჩხამურის მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტრო ენერგია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ოჩხამურის, საჩინოსა და ციხისძირის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდება. უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება დაზიანებული ადგილების შეკეთება.
სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეუფერხებლად მიმდინარეობს.