დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას მავნებლობის შესახებ, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს, რადგან გემრიელია და სასიამოვნო მისართმევი.
თავის დროზე არაერთი ჭორი თუ სიმართლე დადიოდა და დადის მისი მოქმედების შესახებ ადამიანის ორგანიზმზე.
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კოკა-კოლას ერთი ძალიან სასარგებლო თვისება _ თურმე ეს სასმელი ყველანაირად ხელს უწყობს ორგანიზმის საკვების მონელებასა და გადამუშავებას. იგი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ კერძის მირთმევის დროს.