“დასარბევი იყავით და ღირსი ხარ! რუსეთი არის ჩვენი მეგობარი დაა შეეგუეთ ამას” _ ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილის სახელით, ეს ტექსტი, სოციალურ ქსელ ფესიბუქის გვერდზე _ სახელწოდებით “ევროპა” დღეს გავრცელდა.
გავრცელებიდან მალევე გაირკვა, რომ ყანდიაშვილს მსაგსვი არაფერი უთქვამს და ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მისი სახელით ყალლბი ინფორმაცია გაავრცელეს:
“მეგობრებო, არის ასეთი გვერდი “ევროპა”https://www.facebook.com/evropeli/ – რომელიც, აი ამას კადრულობს!
მტკნარი, უზნეო, მზაკვრული სიცრუეა ეს ყველაფერი!
მერე იგივე ხალხი – მე მეტყვის, ტროლების ფაბრიკა-ქარხნებიო.
დიახ, რუსეთი ოკუპანტია! პუტინი ხუილოა! და მათი მეტუთე კოლონა საქართველოში – ფიქრობს და მოქმედებს ამჯერად გვერდი “ევროპის” სახით!
პ.ს. როგორც კი მივწერე კომენტარი – ეგრევე გააქრეს ეგ პოსტი ჩემზე.
ევროპა – ხომ ზუსტად იცით, რომ მოგნახავთ? – ეგებ ბოდიში მოიხადოთ მანამდე და აღიაროთ დანაშაული”, _ წერს ყანდიაშვილი.