Imedinews ავრცელებს ვიდეომასალას, რომელზეც ჩოხატაურის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელის აფეთქებაა ასახული. ვიდეო იქ დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო.
კადრში ჩანს აფეთქების მომენტი, შემდეგ კი შენობაში ორი პირი შედის. დამნაშავეების სამიზნე ერთ-ერთი ბანკის ბანკომატი იყო. სავარაუდოდ, იატაკიდან ისინი ფულს იღებენ.
ჩოხატაურის სოფელ კოხნარში საზოგადოებრივ ცენტრში 23 მაისს, გვიან ღამით მოხდა. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გამადგირებას გულისხმობს. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არაა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.