https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოლია, ვლადიმერი და არვიდასი

13:06; 23.06.2019
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ქართული კალათბურთის იმ უკანასკნელი წარმატებების პერიოდი მინდა  გავიხსენო, რომელიც ნიკოლოზ დერიუგინის სპორტულ ასპარეზზე გამოჩენასა და  იმდროინდელ  საბჭოთა კალათბურთელებთან მის ურთიერთდაპირისპირებებს შეეხება.

1977 წლის 14 იანვარს, სვერდლოვსკის “ურალმაშთან” შეხვედრისას, თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში 18 წლის ნიკოლოზ დერიუგინი გამოჩნდა. იმ ხანად თბილისელთა გუნდის ღირსებას მიხეილ ქორქია, გივი ბიჭიაშვილი, ლევან ჩხიკვაძე, იური პულავსკი, იური ძიძიგური, ნოდარ ქორქია, თამაზ ჩიხლაძე და ლევან გულდედავა იცავდნენ. კლუბი საკავშირო ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფში შედიოდა და სატურნირო ცხრილის მაღალი ეშელონების მუდმივი ბინადარიც იყო. დერიუგინის დებიუტი წარმატებული გამოდგა და ახალბედამ 18 ქულა მოაგროვა. ამ მატჩიდან რამდენიმე დღეში დებიუტანტმა სრულიად საბჭოთა სენსაცია გამოაცხო, როდესაც მოსკოვში ადგილობრივ “ცსკა”-სთან შეხვედრაში საკუთარ ანგარიშშზე 57 ქულა მიითვალა.

იმ დღიდან თბილისი “დერიუგინომანიით” დაავადდა და ხალხი სპორტის სასახლეში კოლიას თამაშის სანახავად დადიოდა. Eეს უკანასკნელიც თაყვანისმცემლებს ახალ-ახალი საკალათბურთო სპექტაკლებით ანებივრებდა. იოლი არ იყო დერიუგინისათვის სპორტული კარიერის საწყისი ნაბიჯები, მაგრამ ბავშვობიდან დიდი კალათბურთის თამაში სურდა, ისიც კარგად ჰქონდა შეგნებული თუ რა შრომის ფასად მიაღწევდა მიზანს და თავსაც არ ზოგავდა. “დინამოში” მას გვერდით მიხეილ ქორქია დაუდგა. “მიშა ჩემთვის მარტო პარტნიორი არ იყო. ის გაცილებით ბევრს ნიშნავდა. მის გვერდზე თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა საუცხოო თამაშისა, იგი პიროვნება იყო, მაგალითი ახალგაზრდებისთვის. ჩემი სიყვარული კალათბურთის მიმართ მიშამ უფრო გააღრმავა, დააღვინა და ნათლად მაჩვენა ის გზა, რომელიც მწვერვალამდე ამიყვანდა”.

იმ ხანად საბჭოთა კალათბურთში რამდენიმე ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელი ასპარეზობდა, რომელთაგანაც ყველაზე “კოლორიტული” მაინც ვლადიმერ ტკაჩენკო იყო. ეს მოთამაშე თავდაპირველად კიევის “სტროიტელში” გამოდიოდა, მოგვიანებით კი კარიერა მოსკოვის არმიელთა კლუბში გააგრძელა. საკუთარი სხეულის დიდი გაბარიტების გარდა, მეტად უცნაური და შეუცნობადი თვისებებით გამოირჩეოდა. გააჩნდა ერთობ გაუგებარი დიქცია, რის გამოც მის მიერ წარმოთქმული წინადადებებისა თუ ფრაზების გარჩევა მეტად ჭირდა. იყო მეტად გაუწონასწორებული პიროვნებაც, ამიტომ ყოველთვის ძნელი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში.

1977 წლის 30 იანვარს, ტკაჩენკოსა და დერიუგინის პირველი ორთაბრძოლა გაიმართა, რომელიც 220-სმ სიმაღლის მქონე უკრაინელის სრული მარცხით დასრულდა. ამ შეხვედრის მერვე წუთისათვის ტკაჩენკოს უკვე ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა მიღებული. ( ამ წელს თბილისის “დინამომ” სსრკ-ის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, რომელიც საკავშირო ასპარეზზე ქართველი კალათბურთელების ბოლო წარმატება აღმოჩნდა.)  მოგვიანებით კიეველი გიგანტი დერიუგინს შემდეგნაირად ახასიათებდა: “ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, კოლია მეტად ცბიერი მოთამაშე იყო, მისი ოსტატობა არასოდეს იწვევდა ეჭვს. ჩვენს სპორტში არის მთელი რიგი ეშმაკობებისა, რომლებსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვს. ამიტომ მსაჯებისაგან მალულად ერთმანეთს სხვადასხვა აკრძალული ხერხით ვებრძოდით—პწკენით, ჩუმად წიხლის ამორტყმით, მუჯლუგუნით და ასე შემდეგ. კოლია ჩინებულად ფლობდა ამ ილეთებს და მათი საკმაოდ მდიდარი არსენალიც ჰქონდა, რომელთაც კარგად იყენებდა როგორც ჩემს, ასევე სხვათა წინააღმდეგ. როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ეს ყოველივე სასიამოვნო არ იყო”.

საინტერესოა თავად ნიკოლოზ დერიუგინის აზრი კიეველი ოპონენტის შესახებ: “ ტკაჩენკო მოედანზე სულ დაბღვერილი გამოიყურებოდა, საამისოდ გარეგნობაც ხელს უწყობდა, თუმცა სხვებივით ძალად უხეშობას ერიდებოდა. შეცდომები თუ მოსდიოდა, მხოლოდ მოუქნელობით. სამაგიეროდ კარგი მეგობრობა იცოდა”.

დერიუგინის  მეორე “ძირითადი მოწინააღმდეგე” ასევე უკრაინელი ვლადიმერ ბელოსტენნი იყო. ეს უკანასკნელი “დინამოელ” კოლიას ყოველთვის თბილად იხსენებდა: “ერთობ ჭკვიანი და მოაზროვნე მოთამაშე იყო. საერთოდ ისე მოხდა, რომ “სტროიტელისა” და თბილისის “დინამოს” მატჩები განსაკუთრებით დაძაბული იყო, რადგან იმხანად ოქროს მედლებისათვის კაუნასის “ჟალგირისი” და “ცსკა” იბრძოდნენ, ხოლო ბრინჯაოსათვის, რამდენიმე სხვა გუნდთან ერთად “დინამო” და “სტროიტელი”. ( სამწუხაროდ ვლადიმერ ბელოსტენნი მიმდინარე წლის ზაფხულში, გერმანიაში გარდაიცვალა.)

ზემოთ “ჟალგირისი” ვახსენე და ტკაჩენკო-ბელოსტენის დუეტისა, ასევე სხვა საბჭოთა ცენტრალური თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში დერიუგინს არ უჭირდა, სამაგიეროდ ცოტა მოგვიანებით, ახალგაზრდა არვიდას საბონისის სახით მას მრისხანე მოწინააღმდეგე მოევლინა. ტანმაღალი კალათბურთელები უმეტესად მოუქნელები არიან და დერიუგინიც მათ საკუთარი სისხარტის ხარჯზე სჯობნიდა. აი, არვიდას საბონისთან ორთაბრძოლა კი ხშირად უჭირდა. ამ მოთამაშეს სიმაღლეც მაღალი ჰქონდა, მოქნილობაც, სისწრაფეც და ჭკუაც.

ლიტველმა მოთამაშემ კარიერა დიდი ხნის წინ დაასრულა. თბილისის „დინამოს“ ცენტრალურ თავდამსხმელს ყოველთვის გულთბილად მოიხსენიებს: „ კოლია ბრწყინვალე ადამიანი და მშვენიერი კალათბურთელი იყო. თანაც მეტად თავმდაბალი. ნაკრებშიც გვითამაშია ერთად და მის რჩევებს ყოველთვის ყურადღებით ვისმენდი. იმ პერიოდში იგი ჩემზე ბევრად გამოცდილი გახლდათ”.

დერიუგინს და საბონისს საკალათბურთო მოედნის მიღმა ჩინებული ურთიერთობა ჰქონდათ და ამჟამადაც გააჩნიათ. იმდროინდელი საბჭოთა ნაკრები მოთამაშეთა ეროვნებების მიხედვით რამდენიმე დაჯგუფებად იყო დაყოფილი. თბილისელი მოთამაშე განსაკუთრებით ახლოს ბალტიისპირელებთან იყო. რამდენი წელია გასული იმ პერიოდიდან და საბონისი, კურტინაიტისი, ხომიჩუსი, მიგლინიექსი და ვალტერსი თბილისელ კოლეგას სხვადასხვა ინტერვიუებში დღემდე მოიხსენიებენ და თბილ მოკითხვებსაც უძღვნიან.

ნიკოლოზ დერიუგინი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონია. ის პირველობა კოლუმბიაში ჩატარდა და სსრკ-ის ნაკრები ფინალურ შეხვედრაში აშშ-ის ეროვნულ გუნდს შეხვდა. თბილისელი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შევიდა, შვიდი წუთი ითამაშა და გადამწყვეტ მომენტშიც გუნდს შვიდი ქულა შესძინა. მატჩი საბჭოელებმა მოიგეს—95:94. ამის გარდა დერიუგინი 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ 1984 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე ვერ გამოვიდა. მაშინ შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა, გამოცდილებაც ზურგს უმაგრებდა. სამწუხაროდ საბჭოთა ხელისუფლებამ ამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა და დერიუგინიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნიკოლოზ დერიუგინი სამშობლოს დიდი პატრიოტია, მრავალი წინადადების მიუხედავად საქართველო არასოდეს დაუტოვებია და ამის გაკეთებას არც აპირებს. “რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროპის არაერთ ქვეყანასა და ამერიკაში ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ დიდი ხნით დარჩენის სურვილი არასოდეს გამჩენია. ყოველთვის იმას ვფიქრობდი, საქართველოში როდის დავბრუნდებოდი. სხვათა შორის, აქტიური სპორტსმენობისას ბალტიისპირეთში, რუსეთსა და ბალკანეთში უამრავი მეგობარი შევიძინე. თბილისიდან წასვლა რომ მოვინდომო პურის ფულს ყველგან ვიშოვი, მაგრამ აქედან აბარგებას არ ვაპირებ, ხალხი მიცნობს და სითბოს ვგრძნობ”.

დერიუგინის “ემიგრაციასთან” დაკავშირებით, დღევანდელი წერილის დასასრულს ერთ შორეულ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც თავის დროზე თბილისში ანეკდოტივით დადიოდა. მოსკოვის “ცსკა”-ს მთავარმა მწვრთნელმა ევგენი გომელსკიმ კოლიას მოსკოვში გადაყვანა განიზრახა. ერთ-ერთი მატჩის შესვენებისას, თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთელის მამა მოძებნა და “ ჩემთან გამოუშვით, კლასს აიმაღლებს, თანაც არაქართული გვარი აქვს და რუსეთში პრობლემები არ ექნებაო”—შესთავაზა. მამა ჩაფიქრდა და კოლიას ბაბუას უნდა ჰკითხოთ, საფიჩხიაზე, უიმისოდ ვერაფერს გადავწყვეტთო, — უპასუხა. ასე გააგზავნა გომელსკი საფიჩხიის სასაფლაოზე. კალათბურთელის მამას განსაკუთრებით ის სწყენია,  გვარის არაქართულობაზე რომ ჩამოუგდეს სიტყვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27 იანვარი, 2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26 იანვარი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26 იანვარი, 2026
სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25 იანვარი, 2026

არაჩვეულებრივი ხილი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ აგებს პასუხს სტადიონის სარეაბილიტაციო თანხის მითვისების გამო და რატომ არიან მოქმედი ჩინოვნიკები პირში წყალჩაგუბებულები

20:10; 29.01.2026
სამართალი

კაცი გარდაცვლილი იპოვეს

19:04; 29.01.2026
პოლიტიკა

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

19:03; 29.01.2026
პოლიტიკა

ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად

18:59; 29.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო