ცოტა ხნის წინ, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში.
როგორც “გურია ნიუსს” ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა.
“არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ”,_ ამბობს ახმედოვი.