ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძის სოფელ ხერთვისთან – ადგილობრივს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. ავარია კომენდანტის საათის დროს მოხდა. გარდაცვლილი ახალციხეში მდებარე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.
მომხარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: მთავარიტვ































































