“სოკარ ჯორჯია გაზის“ სამეგრელო-გურიის რეგიონალურ ოფისში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ გაზის საფასური მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის იზრდება.
უკვე ორგანიზაციებში ოფიაციალური წერილებიც მივიდა, სადაც წერია, რომ1 კუბური მეტრი კომერციული გაზის შეადგენს 0.95 თეთრს.
“შპს “სოკარ ჯორჯია გაზი“ გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 1მარტიდან 1 კუბური მეტრი კომერციული გაზის შეადგენს 0.95 თეთრს დღგ-ს ჩათვლით.“
ინფორმაციისთვის, აქამდე 1 კუბური მეტრი კომერციული გაზის ფასი 0.86 თეთრს შეადგენდა.