ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით, 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე, ყველა სოფელში უნდა მოხდეს პრიორიტეტების გაცნობა და ასევე უნდა მოხდეს ამ საქმეში მოსახლეობის ჩართულობა. ამის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა.
“ბიუჯეტი თქვენი აქტიურობის გარეშე არ უნდა შედგეს. უნდა მოხდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რადგან კარგად დაიგეგმოს 2019 წლის ბიუჯეტი. ზუსტად უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც აწუხებს ხალხს. უნდა იაქტიუროთ. “ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მიზანმიმართულ განვითარებას, რაციონალურ განლაგებას ადმინისტრაციულ ერთეულებში ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის, ამასთან, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიუჯეტის მომზადების ხარისხს“, _ თქვა კომისიის სხდომაზე ლავრენტი ბიგვავამ.
მისივე თქმით, ყველა შეხვედრას უნდა დაესწრონ საკრებულოს წევრები.