სენაკის #1 საარჩევნო უბნიდან „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ჯემალ ღამბაშიძე გამოაძევეს.
მისი შესვლა უბანზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კოორდინატორის, ნათია კაპანაძის თქმით, კომისიის თავმჯდომარის მითითება, დატოვოს ჟურნალისტმა საარჩევნო უბანი, არაკანონიერია.
“კომისიის თავმჯდომარის მითითება, დატოვოს ჟურნალისტმა საარჩევნო უბანი, არაკანონიერია. ფოტო-ვიდეო გადაღების წესები რეგულირდება ცესკოს #42/2012 დადგენილებით. სწორედ ამ სამართლებრივი დოკუმენტით რეგულირდება საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტის გაძევების საკითხიც _ მეოთხე მუხლის თანახმად, ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ, რის შესახებაც აღინიშნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.“ – გვითხრა ნათია კაპანაძემ. “გურია ნიუსმა“ საქმის კურსში ჩააყანე ცესკოს წარმომადგენლობა.
[sexy_author_bio]