გაერთიანებული ოპოზციის შტაბში ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ამის დასტური ის ვიდეო მასალებია, რომლებიც მათ შტაბში ამ დრომდე იგზავნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს მედიას კადრები წარუდგინა, რომელიც მისივე თქმით ავლაბარში, N2 საარჩევნო უბანზე გადაღებული.
ბეჟაშვილის თქმით, ჩანს, რომ თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ უბანზე მისულ მოქალაქეს, რომელიც ბიულეტინის ჩასადებად კომისიის წევრთან მივიდა, რათა კონვერტი აეღო, კონვერტში ჩადებული ბიულეტინი დახვდა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი იყო შემოხაზული.
„კომისიის წევრს უბრალოდ შეეშალა ამომრჩეველი, რომლისთვისაც უნდა მიეცა უკვე შემოხაზული, გამზადებული ბიულეტინი, მოხდა ჩოჩქოლი რაზეც რეაგირება მოახდინეს ჩვენმა წარმომადგენლებმა.
მოვითხოვთ უკვე არა ჟვანიასგან, იმიტომ რომ ჟვანიას სისხლის სამართლის საკითხი ცალკე უნდა დადგეს ასეთი ფაქტების გამო. მოვითხოვთ, პროკურატურისგან, რომ დაკავებული იქნას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.