იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო, _იუწყება imedinews.ge.
ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან კანონპროექტს რუსული უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან.