მელიქიშვილის ქუჩაზე მშენებლობაზე დაშავებულმა მამაკაცმა ადგილზე გონება დაკარგა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გახდა კონტაქტური და მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. თავდაპირველი კვლევის შედეგად, მას დაუდგინდა გემატომა და მსუბუქი მოტეხილობა მხარის არეში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ახლა ის მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტს სამ საათში ერთხელ უტარდება ხელახალი კვლევები. საავადმყოფოში მასთან ერთად იმყოფება კომპანია m2-ის გუნდიც. კომპანია სრულად ფარავს მკურნალობის ხარჯებს. ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში, კომპანია მზადაა, უზრუნველყოს პაციენტის გადაყვანა საზღვარგარეთის ნებისმიერ საავადმყოფოში.
კომპანია m2 -ის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, დავით მძელური აცხადებს, რომ დაცული იყო უსაფრთხოების უკლებლივ ყველა ზომა. მამაკაცს ეკეთა ჩაფხუტი და აღჭურვილი იყო უსაფრთხოების ყველა მექანიზმით.
ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, რა გახდა ინცინდენტის მიზეზი, თუმცა, მიმდინარეობს მოკვლევა და მისი დასრულებისთანავე, კომპანია m2 საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. (R)