კომპანია “მაგთი” განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს აფრთხილებს – თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ.
როგორც კომპანიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, “მაგთიკომის” აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები.
“აბონენტთა საყურადღებოდ!
მაგთიკომის აბონენტებთან დილიდან დაფიქსირდა გამოტოვებული ზარები შემდეგი საერთაშორისო ნომრებიდან,რომელთა საწყისი კოდებია:
338, 3246, 3490, 3705, 3712, 4367
ნომრები საერთაშორისოა და გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს ჩამოეჭრებოდა ზარის საფასური.
აღნიშნული მიმართულებები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ”, _ წერია მაგთიკომის ფეისბუქგვერდზე.