კომპიუტერული მეცნიერი, ლარი ტესლერი 74 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ
BBC -ის ინფორმაციით, ტესლერმა შექმნა ცნობილი ფუნქციები „ამოჭრა“, „კოპირება“ და „ჩასმა“ და კლავიშების Ctrl X, Ctrl C და Ctrl V-ს გამოყენებით პერსონალური კომპიუტერების გამოყენება ყველასთვის უფრო გაამარტივა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მეცნიერმა აშშ-ის სილიკონის ველში მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო. ის Apple-ის, Xerox-ის, Amazon-ის და Yahoo-ს თანამშრომელი იყო.
ტესლერი 1945 წელს ბრონქსში დაიბადა. სწავლობდა კალიფორნიაში, სტენდფორდის უნივერსიტეტში.