ხულოს რაიონის სოფელ ნიგაზეულში (ქომუერებში)სახლის დანგრევისას, ძველი ჭური იპოვეს.
ადგილს, სადაც ჭური აღმოჩნდა ქომუერები (ტოპონიმიკით) ეწოდება.
სახლის დაშლისას ქვევრი გატყდა. გადარჩენილი ნატეხებიდან ჩანს, რომ ჭური საკმაოდ დიდი ყოფილა და მას კოლხური ჭურებისათვის დამახასიათებელი რელიეფური ზოლები ამკობდა.
_სავარაუდოდ, იგი ეგრეთ წოდებული „გურული ჭურების“ ტიპის უნდა იყოს, _ გვატყობინებს ჩვენი კოლეგა ზურა ბაუჟაძე.