“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის დაფიქისირების გამო, ხობში საბავშვო ბაღები დაიხურა.
წყაროს თქმით, მიზეზი, რამდენიმე თანამშრომლის დაინფიცირებაა.
ამ ინფორმაციას „გურია ნიუსთან“ ბაღების გაერთიანების დირექტორიც ადასტურებს _ . ეკა ხასიას თქმით, დახურულია 17 საბავშვო ბაღი, ხოლო რვა ბაღი ჩვეულებრივ აგრძელებს სააღმზრდელო პროცესს.
რაც შეეხება იმ ბაღებს, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, სასწავლო პროცესი ეტაპობრივად განახლდება.
[sexy_author_bio]