კონგოს ახალმა პრეზიდენტმა, ფელიქს ჩისეკედიმ 700 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა, რომლებიც ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ FOX NEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს შორის, რომლებიც გათავისუფლდნენ, არის ფირმინ იანგამბი, რომელსაც 2009 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ბრალდების მიხედვით კი კონგოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის არის ასევე ფრენკ დიონგო, ოპოზიციური ფიგურა, რომელსაც 5 წელი ჰქონდა მისჯილი.
კონგოს ახალმა პრეზიდენტმა არჩევნებში 30 დეკემბერს გაიმარჯვა.