კონგოს ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ იომბი-ოპანგო კორონავირუსით გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
ის, პარიზში მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჟაკ იომბი-ოპანგო კონგო-ბრაზავილს 1977-1979 წლებში მართავდა. 1997 წლიდან კი საფრანგეთში, დევნილობაში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.