რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ტვიტერში სშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილს აზიარებს და წერს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა დემოკრატიულ ღირებულებებს თავს ესხმის.
„ვეთანხმები ჩემს კოლეგას ადამ კინზინგერს. საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ღირებულებებს, მიმართავს სისასტიკეს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ და ერჩის იმ ამერიკულ ინვესტიციებს, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! ” – წერს ოლსონი Twitter-ზე.