უკრაინის ომი ხელს უწყობს საფრანგეთის მეურნეობის კრიზისს,_ ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა სამშაბათს განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირმა კონკრეტული ზომები მიიღოს და დაარეგულიროს ქათმისა და მარცვლეულის იმპორტი უკრაინიდან. დაუშვას მოქნილობა ბლოკის ფერმერობის ზოგიერთ წესზე, რომ აღშფოთებუი ფერმერები დამშვიდნენ.
როგორც ფერმერები საფრანგეთში, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის უმსხვილეს მწარმოებელში, აცხადებენ, მათ არ უხდიან საკმარის ანაზღაურებას და ექმნებათ უსამართლო კონკურენცია იაფი იმპორტისგან.
პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა დასძინა, რომ საფრანგეთს სჭირდება „სასოფლო-სამეურნეო გამონაკლისი“ ევროკავშირის ბიუროკრატიდან.