სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 24 აპრილს, 14:00 საათზე ოზურგეთში, ევროკლუბში ჩაატარა შეხვედრა ახალგაზრდებთან და დააჯილდოვა ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულები.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოპულარიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.
კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება კონკურსი ახალგაზრდებისთვის. 2023 წელს კონკურსის თემა იყო საქართველო ევროპაა! გამარჯვებულები ვლინდება საქართველოს ყველა რეგიონში.
ამ კონკურსის 2023 წლის გურიის რეგიონის გამარჯვებული ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. 24 აპრილს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებულებს გადაეცა ახალი ნოუთბუქები.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი. მსახიობები: გიორგი ბარბაქაძე, ბადრი შოშიტაიშვილი. ფილოლოგი ტელეწამყვანი: ოქტაი ქაზუმოვი.