სამტრედიელი ხატია თევზაძე სკოლის დირექტორების კონკურსის გამარჯვებულია.
დღეს, 22 ივნისს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი საგანმანათლებლო რესურსცენტრში მისულ ხატია თევზაძეს პირადად გადასცა. სამტრედიის მეათე საჯარო სკოლის სპეც მასწავლებელმა დირექტორობის კონკურსის პირველი ეტაპი იანვარში გაიარა, რომლის წარმატებით გადალახვის შემდეგ გასაუბრებაზე გავიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ამ ეტაპის ასევე წარმატებით დასრულების შემდეგ მან მოიპოვა საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება.
ხატია თევზაძემ განაცხადში სასურველ სკოლად მშობლიური, სამტრედიის ქალაქის მეათე საჯარო სკოლა მიუთითა.
ავტორი