Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში.
„ჩვენ არ ვეთანხმებით თურქეთის მიერ გაჟღერებულ პოზიციას, რომელიც რამდენჯერმე გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმაც.საიდუმლო არ არის, რომ ვერ დავეთანხმებით განცხადებას, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა დასაშვებია“, – თქვა ლავროვმა.
ლავროვმა დასძინა, რომ სწორი იქნებოდა რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსება მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზზე, მაგრამ ეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა გადაწყვიტონ.
შაბათს, რუსეთის შუამავლობით დადებული ზავი დაირღვა. ეთნიკური სომხური და აზერბაიჯანული ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ ძალადობრივ ქმედებებში და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებში.