ამ წუთებში, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფილიმონ ქორიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ტარდება, რომელშიც 17 ბანი მონაწილეობს.
მუსიკალური საღამო სამების საკათედრო ტაძარის გუნდმა გახსნა, რის შემდეგაც მსოფლიოში აღიარებული ბანი პაატა ბურჭულაძე მუსიკალურ საღამოზე მისულ აუდიტორიას პირდაპირი ეთერის მეშვეობით მიესალმა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მას მსგავსი რაოდენობის ბანების მონაწილეობით გამართულ კონცერტზე მონაწილეობა არასდროს მიუღია.
როგორც ცნობილია, კონცერტზე მოსულ აუდიტორიას მუსიკალური საღამოს დასრულების შემდეგ სიურპრიზი ელოდება.