თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა, რის გამოც დღეს დაგეგმილი წარმოდგენა გაუქმდა.
“ძვირფასო მეგობრებო, დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილირაციო სამუშაოებისთვის მზადება.
დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა ,,ქეთო და კოტე” გადაიდო!
შეძენილი ბილეთები აქტიურია და სპექტაკლის ჩატარების თარიღს გაცნობებთ”,_ აცხადებენ კონსერვატორიაში.