საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ჯერ ერთი ფაშიზმის დაცემის დღე კი არა, ნაციონალ-სოციალიზმზე, იგივე ნაციზმზე გამარჯვების დღე და ეს 9 მაისს იმიტომ ხდება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის მტრებთან ერთად – ეს კი დასავლეთი იყო მათ თვალში. ფორმალურად მოიმიზეზეს, ეს უკვე მოსკოვის დროით მომდევნო დღე, ანუ 9 მაისი იყოო. (ღამის 12 საათს 1 წუთით რომ გადაცდება საათის ისარი, მომდევნო დღის თარიღი რომ ეწერება) ამ დროს კაპიტულაცია მოხდა 8 მაისს და მთელი მსოფლიო ამ დღეს ზეიმობს. გუშინ აქ, ბერლინში ყველაფერი დაკეტილი იყო. ამ დღის აღნიშვნა სტალინმა გააუქმა თავის დროზე, თუმცა 1965 წელს აღადგინეს.
“ფაშიზმს” რაც შეეხება, ეს მოვლენა ნამდვილად იყო მუსოლინის იტალიაში და თავად ამ სიტყვის სემანტიკაც იტალიური ენისგან იღებს სათავეს. (fascio ნიშნავს “ერთობას”, “კავშირს”) მას გერმანულთან საერთო არაფერი აქვს და რუსი საბჭოელების მათზე დარქმეული ტერმინია.
ასევე უნდა აღინიშნებოდეს სიმბოლურად კომუნიზმზე გამარჯვების დღეც: ეს შესაძლოა იყოს 9 ნოემბერი, როდესაც დაეცა ორად გაყოფილი ბერლინის კედელი 1989 წელს, ან 3 ოქტომბერი, როდესაც გერმანია 1990 წლის ამ დღეს კვლავ გაერთიანდა, რაც ასევე კომუნისტური სისტემის დასამარებას ნიშნავდა. თუმცა ეს დღე შეიძლება იყოს 26 დეკემბერიც, როდესაც სსრკ დაშლილად გამოცხადდა 1991 წელს. მწამს, მომავალში ასეც იქნება“,_ წერს ის.