ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსის“ მეშვეობით გაიგო:
_ ჩემთვის ოფიციალურად არავის არაფერი უცნობებია _ ამის შესახებ თქვენგან გავიგე. მეტს ვერაფერს გეტყვით, შეხვედრაზე ვარ, _ შარაშენიძის ეს კომენტარი “გურია ნიუსს” დეპუტატის საარჩევნო შტაბის პრესსამსახურის უფროსმა თამთა ჩხაიძემ მიაწოდა.