საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს განიხილავს.
კომისიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიაა, პარლამენტის ადგილსამყოფლად კონსტიტუციაში ჩაიწეროს როგორც ქუთაისი, ისე თბილისი. მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ადგილმდებარეობის თაობაზე კონსტიტუციიდან ჩანაწერი საერთოდ უნდა ამოიღონ და ეს საკითხი რეგლამენტით დარეგულირდეს.
ამ დროისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისია დასახელებული.
კომისიის წევრთა ნაწილს მიაჩნია, რომ უზენაეს კანონში საკანონმდებლო ორგანოს მისამართი არ უნდა ეწეროს. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდშიც.